logo
ENG



პრაისის თქმით, პუტინის განცხადება "საშობაო ზავის" შესახებ ცინიკურია

06 იან 202312:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/06/a9cc9lhdejshkey.jpg

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება "საშობაო ზავის" შესახებ ცინიკურია.

"ჩვენი გადმოსახედიდან, არის ერთი სიტყვა, რომელიც მას საუკეთესოდ აღწერს - "ცინიზმი". ეს საკმაოდ ცინიკურია, რადგან პუტინის განცხადება "საშობაო ზავის" შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაჩნდა, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საახალწლო თავდასხმები განახორციელა", - თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

პრაისის თქმით, რამდენიმე კვირით ადრე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იწინასწარმეტყველა, რომ რუსები შეეცდებიან გამოიყენონ ნებისმიერი დროებითი პაუზა ბრძოლებში დასვენებისთვის, ხელახალი შეიარაღებისთვის, გადაჯგუფებისთვის და საბოლოოდ, ხელახალი შეტევისთვის.

გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეხების ხაზზე 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. 7 იანვარს რუსეთი შობას აღნიშნავს. პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება.

"საშობაო ზავის" ინიციატივით დღეს რუსეთის პატრიარქი კირილეც გამოვიდა.


close დახურვა